Accentnews.ge
პოლიცია "თავისუფლება მიშას" წევრებს ჭორვილაში, ივანიშვილის სახლთან მისვლის საშუალებას არ აძლევს

პოლიცია "თავისუფლება მიშას" წევრებს ჭორვილაში, ივანიშვილის სახლთან მისვლის საშუალებას არ აძლევს

21/10/2021 19:16:09 საზოგადოება

ხმაურია ამ წუთებში სოფელ ჭორვილაში, სადაც მოძრაობა "თავისუფლება მიშას" წევრები ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილის სახლთან მისვლის ცდილობენ. ისინი ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.

პოლიცია მათ ივანიშვილის სახლთან მისვლას საშუალებას არ აძლევს.

"სოფლის შესასვლელი ჩაგვიკეტეს. გვინდოდა, ბანერი გაგვეშალა. პოლიციას აქვს კორდონი და არიან 10–ჯერ მეტნი ჩვენზე. ასლანიზაცია ხდება ამ ქვეყანაში. კითხვაზე, რატომ არ გვიშვებენ, პოლიცია გვეუბნება, რომ სოფელში მოსახლეობაა შეკრებილი და ვერ შეგიშვებთ, დაძაბულობა არ უნდა მოხდესო", – აცხადებს აქციის ერთ–ერთი მონაწილე "მთავარ არხთან" საუბრისას.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S