Accentnews.ge
ISFED: "ყველაზე მეტი ანონიმური რეკლამა ოპოზიციის მადისკრედიტირებელ გვერდებზე განთავსდა"

ISFED: "ყველაზე მეტი ანონიმური რეკლამა ოპოზიციის მადისკრედიტირებელ გვერდებზე განთავსდა"

21/10/2021 14:00:24 საზოგადოება

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) სოციალური მედიის მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში წარადგინა.

ISFED-ს განცხადებით, 13 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე, სოციალურ მედიაში, ანონიმურ გვერდებზე ყველაზე მეტი - 188 რეკლამა ოპოზიციის მადისკრედიტირებელ გვერდებზე განთავსდა, რომლებზეც 2 520-დან 2 619 აშშ დოლარამდე დაიხარჯა.

გარდა ამისა, ISFED-ის ცნობით, რეკლამებში ყველაზე მეტი თანხა, დაახლოებით 127 ათასი დოლარი, ქართულმა ოცნებამ გადაიხადა. მას მოსდევს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 68 ათასი დოლარით და ლელო 36 ათასამდე დოლარით.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ანტიოპოზიციურ გვერდებზე გაზიარებულ პოსტებზე ინტერაქცია თითქმის 4-ჯერ მაღალი იყო, ვიდრე ქართული ოცნების წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე გამოქვყენებული პოსტებისა.

ამავე ანგარიშის მიხედვით, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის, წინასაარჩევნოდ ყველაზე აქტიური ანა დოლიძის სოციალური მედიის გვერდი იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S