Accentnews.ge
კვლევა: პოროშენკოს პარტიამ ზელენსკის "ხალხის მსახურს" რეიტინგში გადაუსწრო

კვლევა: პოროშენკოს პარტიამ ზელენსკის "ხალხის მსახურს" რეიტინგში გადაუსწრო

21/10/2021 13:48:56 მსოფლიო

კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის კვლევის შედეგების თანახმად, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიამ - "ხალხის მსახურმა" ხანგრძლივი დროის განმავლობაში პირველად, პარტიების რეიტინგში ლიდერობა დაკარგა.

როგორც 15-18 ოქტომბრის პერიოდში ჩატარებული კვლევის შედეგები მოწმობს, რესპონდენტების უმრავლესობა ახლა ექს-პრეზიდენტ პოროშენკოს პარტიას - "ევროპულ სოლიდარობას" ემხრობა.

კერძოდ, პოროშენკოს პოლიტიკურ ძალას გამოკითხულთა 13,9% მისცემდა ხმას, ზელენსკისას კი - 13,7%.

ექს-პრემიერ იულია ტიმოშენკოს "ბატკივშინას" 12%-იანი მხარდაჭერა აქვს, პრორუსულად მიჩნეულ "ოპოზიციურ პლატფორმას" კი - 11,5%-იანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S