Accentnews.ge
დონალდ ტრამპის სოციალური პლატფორმა ნოემბრიდან ამუშავდება

დონალდ ტრამპის სოციალური პლატფორმა ნოემბრიდან ამუშავდება

21/10/2021 12:24:09 მსოფლიო

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მის მიერ შექმნილი ახალი სოციალური პლატფორმა ნოემბრიდან ამუშავდება. მისი თქმით, პლატფორმის სახელი TRUTH (სიმართლე) იქნება და „დიდი ტექნოლოგიების ტირანიის წინააღმდეგ იბრძოლებს“.

ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მისი და მისი გუნდის მიერ შექმნილი სოციალური ქსელი საკმაოდ კონკურენტული იქნება და ბევრი მომხმარებელი ეყოლება.

აშშ–ში 6 იანვრის მოვლენების შემდეგ დონალდ ტრამპი სოციალური ქსელების უმეტესობამ, მათ შორის Twitter-მა და Facebook-მა დაბლოკა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S