Accentnews.ge
ამირან გამყრელიძე ორსულებს მიმართავს

ამირან გამყრელიძე ორსულებს მიმართავს

21/10/2021 10:11:54 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ორსულებს მიმართავს, კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრან.

"ორსულ ქალბატონებს მივმართავ განსაკუთრებული პატივისცემით და მოწიწებით, რომ აიცრან, რადგან ეს ვირუსი განსაკუთრებით ერჩის ორსულებს", – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ამჟამად საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 32% არის ორჯერადად აცრილი:

"32% მოზრდილი მოსახლეობის არის ორჯერადად აცრილი, სულ მცირე 60% გვინდა, რომ ჩვენ ამ ახალ წელს შევხვდეთ შედარებით მშვიდად".

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 680 182 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 622 181 პირი გამოჯანმრთელდა, 9 617 პაციენტი გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა – 1 932 643 აცრა, ბოლო 24 საათში აცრილია 5 194 პირი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S