
"მიხეილ სააკაშვილს აქვს საკმაოდ დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა, ამ ეტაპზე კლინიკაში გადაყვანას არ საჭიროებს"
21/10/2021 09:28:08 პოლიტიკა, საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა „საკმაოდ დამაკმაყოფილებელია“ და იგი კლინიკაში გადაყვანას არ საჭიროებს.
„პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია. თქვენ იცით, რომ მე ვეწინააღმდეგები პაციენტის ინფორმაციის გაცემას, ვინაიდან ეს ეთიკის ნორმებს არ შეესაბამება. მას აქვს საკმაოდ დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა. ამ ეტაპისთვის ის კლინიკაში გადაყვანას არ საჭიროებს“, - განაცხადა ტიკარაძემ.
მისი თქმით, სააკაშვილს ყველა საჭირო ინსტრუმენტულ კვლევას და მედიკამენტოზურ დახმარებას პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალი უწევს.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს.