Accentnews.ge
თურქულმა მედიამ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული რუსეთის მოქალაქეების ვინაობა განასაჯაროვა

თურქულმა მედიამ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული რუსეთის მოქალაქეების ვინაობა განასაჯაროვა

21/10/2021 08:16:55 მსოფლიო

თურქულმა მედიამ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული რუსეთის, უზბეკეთისა და უკრაინის მოქალაქეების ვინაობა განასაჯაროვა. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები თურქეთში მცხოვრებ ჩეჩენ ოპოზიციონერებზე თავდასხმებს ამზადებდნენ და ამ მიზნით იარაღს ყიდულობდნენ.

გამოცემა "Hürriyet" პროკურატურაზე დაყრდნობით დაკავებულთა ვინაობას ასახელებს. ესენია: რუსეთის მოქალაქეები აბდულა აბდულაევი, რავშან ახმედოვი, ბესლან რასაევი და ასლანბეკ აბდულმუსლიმოვი, ასევე უკრაინისა და უზბეკეთის მოქალაქეები იგორ ეფრიმი და ამირ იუსუპოვი.

გაზეთ "Sabah"-ის ინფორმაციით, გამოძიება მიიჩნევს, რომ დაკავებულები რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშურ საქმიანობასაც ეწეოდნენ.

ხსენებულ პირებს 15-დან 20 წლამდე პატიმრობა ელით.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საელჩოს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

გასულ კვირას "Кавказ.Реалии" თურქეთში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერდა, რომ დაკავებულებს ორ ჩეჩენ ოპოზიციონერზე - ბლოგერ ხასან ჰალითოვსა და სირიაში ჩეჩენი ჯიჰადისტების ერთ-ერთი რაზმის ხელმძღვანელ რუსტამ აჟიევზე თავდასხმებს უკავშირებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S