Accentnews.ge
ინდოეთსა და ნეპალში წყალდიდობას, სულ მცირე, 165 ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)

ინდოეთსა და ნეპალში წყალდიდობას, სულ მცირე, 165 ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)

21/10/2021 08:01:36 მსოფლიო

ინდოეთის ორ შტატში – უტარახანდსა და კერალაში და ნეპალის ნაწილში წყალდიდობას, სულ მცირე, 150 ადამიანი ემსხვერპლა.

სტიქიის შედეგად ნეპალში 77, უტარახანდში 52 და კერალაში 39 მოქალაქე დაიღუპა.

როგორც BBC იუწყება, ათეულობით ადამიანი დაკარგულად ითვლება.

ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობის გარდა, მეწყერებიც გამოიწვია, რის შედეგადაც სახლები განადგურდა.

ინდოეთის ორივე დაზარალებულ შტატში დახურულია სკოლები, შეჩერებულია რელიგიური და ტურისტული აქტივობები. ევაკუირებულია ათასობით ადამიანი. სტიქიამ 1600–მდე სახლი გაანადგურა, დანგრეულია ხიდები და დაზიანებულია საავტომობილო გზები.

უტარახანდის შტატის ხელმძღვანელობის განცხადებით, სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს 400 000 რუპიას (5 300 აშშ დოლარი), ხოლო იმ მოქალაქეებს რომელთაც სახლები გაუნადგურდათ 190 000 რუპიას გადასცემენ.

ინდოეთის მეტეოროლოგიური დეპარტამენტის ცნობით, ნალექი შემცირებას იწყებს. თუმცა მსგავსს პროგნოზს ვერ აკეთებენ ნეპალში.

ნეპალში ყველაზე მეტად დაზარალდა პანჩტარის, ილამისა და დოტის რაიონები. სოფელ სეტში 60 ადამიანი 2 დღის განმავლობაში სახლის ზედა სართულებსა და სახურავებზე იმყოფებოდა. მათი გამოყვანა მაშველებმა დღეს შეძლეს.

ნეპალის მთავრობა წყალდიდობის შედეგად დაზარალებულთა ოჯახებს 1700 აშშ დოლარის ოდენობის დახმარებას დაჰპირდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S