Accentnews.ge
თბილისი და 7 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და 7 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

21/10/2021 06:51:51 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4411 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 29 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2896 პირი.

  • ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 53 700 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 678 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 022 PCR ტესტით.
  • დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.21%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.83% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.05%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 411 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 1 456 შემთხვევა,
  • აჭარა - 111,
  • იმერეთი - 827,
  • ქვემო ქართლი - 293,
  • შიდა ქართლი - 347,
  • გურია - 93,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 348,
  • კახეთი - 696,
  • მცხეთა-მთიანეთი - 104,
  • სამცხე-ჯავახეთი - 88,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 48.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 358 საიდანაც: 5 725 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 057, აჭარაში - 501, იმერეთში - 1 288. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 367 პირი, მათ შორის, თბილისში - 451, აჭარაში - 115, იმერეთში - 460. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი, მათგან თბილისში - 157, აჭარაში - 28, იმერეთში - 29. 1 012 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 550 - თბილისში, 271 - აჭარაში. 41 621 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 48, ხოლო აჭარაში - 0.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 20 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 261 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36 225 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S