
ჯო ბაიდენი ჩინური ზებგერითი რაკეტების გამო შეშფოთებულია
21/10/2021 05:51:52 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შეშფოთებულია ბირთვული შესაძლებლობების მქონე ჩინური ზებგერითი რაკეტით, რომელიც, მედიის ცნობით, პეკინმა ცოტა ხნის წინ გამოსცადა.
თეთრი სახლის პრეს-სპიკერის ჯენ ფსაკის განცხადებით, ვაშინგტონმა შეშფოთება პეკინთან დიპლომატიური არხების საშუალებით დააფიქსირა.
რამდენიმე დღის წინ გამოცემა Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ჩინეთმა რაკეტა აგვისტოში გამოსცადა. გამოცემის ცნობით, სამიზნემდე დაშვებამდე რაკეტა კოსმოსში აფრინდა და დედამიწას გარშემო შემოუარა.
ზებგერითი რაკეტა საათში დაახლოებით, 6200კმ–ს ფარავს და მისი სიჩქარე ბგერისას 5–ჯერ აღემატება.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რაკეტის გამოცდის ფაქტს უარყოფს.