
აშშ-ის FDA-მ „მოდერნასა“ და „ჯონსონის“ ვაქცინების „ბუსტერ“ დოზით აცრის ნებართვა გასცა
21/10/2021 05:40:05 მსოფლიო
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) „მოდერნასა“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მესამე დოზის (ე.წ. ბუსტერ დოზის) გამოყენების ნებართვა გასცა.
ამასთან, FDA–ს განცხადებით, მოქალაქეებს შეუძლიათ, მესამე დოზაზე „ფაიზერის“, „მოდერნას“ ან „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინებიდან ნებისმიერით აიცრან, მიუხედავად იმისა, რომელი ვაქცინით არიან მანამდე ვაქცინირებულები.
ცნობისათვის: „ფაიზერის“ „ბუსტერ“ დოზით აშშ-ში ამ დროისთვის 11.2 ადამიანია აცრილი.