Accentnews.ge
სტოლტენბერგი: "ჩვენ რუსეთის ქმედებებს არ აღვკვეთთ, მაგრამ შევინარჩუნებთ მედგარ შეკავებასა და თავდაცვას"

სტოლტენბერგი: "ჩვენ რუსეთის ქმედებებს არ აღვკვეთთ, მაგრამ შევინარჩუნებთ მედგარ შეკავებასა და თავდაცვას"

20/10/2021 18:00:10 მსოფლიო

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გამოეხმაურა რუსეთის გადაწყვეტილებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ქვეყნის მუდმივმოქმედი წარმომადგენლობის საქმიანობის აკეცვის შესახებ. როგორც სტოლტენბერგმა ნატო-ს ქვეყნების თავდაცვის მინისტერიალის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს "დიალოგსა და ურთიერთგაგებას ხელს არ უწყობს".

"მიმდინარე კვირის დასაწყისში რუსეთმა ბრიუსელში თავისი წარმომადგენლობისა და მოსკოვში ჩვენი ოფისების საქმიანობის შეწყვეტის შესახებ განაცხადა. ვწუხვართ ამ გადაწყვეტილების გამო, რომელიც ხელს არ უწყობს დიალოგსა და ურთიერთგაგებას" - განაცხადა ნატო-ს გენმდივანმა.

მისივე თქმით, "ალიანსი თანმიმდევრულ პოლიტიკას შეინარჩუნებს".

"ჩვენ ღიანი ვრჩებით დიალოგისთვის, მათ შორის - რუსეთ-ნატო-ს საბჭოს ფარგლებში. ამავე დროს, გავაგრძელებთ იმის ანალიზს, კიდევ როგორ შეგვიძლია, გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა და შეკავება. 2018 წელს ალიანსის მოკავშირებმა აღიარეს, რომ რუსეთმა შესაბამისი შეთანხმების დარღვევით შექმნა და განათავსა სარაკეტო კომპლექსები, რამაც შეთანხმების მოშლა გამოიწვია. მას შემდეგ რუსეთმა კიდევ უფრო გაზარდა სარაკეტო არსენალი, ასევე ქმნის ჰიპერხმოვან სისტემებს. ეს რაკეტები რეალურ საფრთხეს წარმოადგენს ევროატლანტიკური ზონის უსაფრთხოებისთვის. ჩვენ რუსეთის ქმედებებს არ აღვკვეთთ, მაგრამ შევინარჩუნებთ მედგარ შეკავებასა და თავდაცვას", - დასძინა სტოლტენბერგმა.

18 ოქტომბერს რუსეთმა განაცხადა, რომ "ალიანსის ქმედებების საპასუხოდ" ნატო-სთან თავისი მუდმოვმოქმედი წარმომადგენლობის საქმანობას წყვეტს.

რუსეთმა ასევე გადაწყვიტა, შეეწყვიტა მოსკოვში ალიანსის საკავშირო სამხედრო მისიისა და საინფორმაციო ბიუროს საქმიანობები.

მანამდე ნატო-მ ალიანსში რუსეთის მისიის ორჯერ შემცირების შესახებ განაცხადა და 8 რუს დიპლომატს რუსეთის მტრული საქმიანობის საპასუხოდ აკრედიტაციები შეუჩერა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S