Accentnews.ge
მედია: რუსული Су-30-ები შავი ზღვის თავზე ამერიკულ ბომბდამშენებს აედევნენ

მედია: რუსული Су-30-ები შავი ზღვის თავზე ამერიკულ ბომბდამშენებს აედევნენ

20/10/2021 12:48:27 მსოფლიო

ორი რუსული გამანადგურებელი Су-30 შავი ზღვის თავზე აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ორ ბომბდამშენ В-1В-სა და ორ საწვავგასამართ საჰაერო ხომალდ KC-135-ს აედევნა, - იუწყება რუსული მედია რუსეთის თავდაცვის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

მისივე ცნობით, საჰაერო ინციდენტი 19 ოქტომბერს შავი ზღვის ნეიტრალური წყლების თავზე მოხდა.

«საჰაერო მიზნების დასადგენად და სახელმწიფო საზღვრის დარღვევის არდასაშვებად ჰაერში შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ავიაციისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მორიგე ძალების ორი გამანადგურებელი Су-30 აფრინდა. ეკიპაჟებმა ამერიკული თვითმფრინავების იდენტიფიცირება მოახდინეს და შავი ზღვის თავზე მიაცილებდნენ, სანამ В-1В-ებმა და KC-135-ებმა რუსეთის სახელმწიფო საზღვრიდან სხვა მიმართულებით არ გაუხვიეს. რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევა არ იქნა დაშვებული”, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S