Accentnews.ge
როდის გახდება ხელმისაწვდომი Covid-19–ის სამკურნალო წამალი, რომელსაც მთელი მსოფლიო იმედით ელოდება

როდის გახდება ხელმისაწვდომი Covid-19–ის სამკურნალო წამალი, რომელსაც მთელი მსოფლიო იმედით ელოდება

20/10/2021 11:55:47 მსოფლიო

Covid-19–ის სამკურნალო წამალი "მოლნუპრავირი“, რომელიც ამერიკულმა ფარმაცევტულმა გიგანტმა Merck&Co–მ პარტნიორ კომპანია Ridgeback Biotherapeutics–სთან ერთად შექმნა, შესაძლოა, მალე მთელი მსოფ­ლი­ოს­თვის ხელმისაწვდომი გახდეს.

როგორც The Washington Post იუწყება, კვლევების შედეგად უკვე დადასტურებულია, რომ „მოლნუპრავირის“ მიღება კოვიდ–ინფიცირებულებში ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების რისკს ამცირებს.

კვლევის შედეგების თანახმად, 775 ზრდასრულ ადამიანში, ვინც "მოლნუპრავირი" Covid-19– ის სიმპტომების გამოვლენიდან პირველი 5 დღის მანძილზე მიიღო (საჭიროა დღეში 2 აბი), ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის მაჩვენებელი განახევრდა. ექსპერიმენტში მონაწილეები დაავადების გამწვავების რისკ-ჯგუფში იყვნენ და დასაწყისში, როცა "მოლნუპრავირი" მიიღეს, Covid-19– ის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის სიმპტომები აღენიშნებოდათ.

Merck & Co-ს ვიცე პრე­ზი­დენტის დილ ლის გან­ცხა­დე­ბით, "მოლ­ნუპ­რა­ვირ­მა" მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა და იმა­ზე კარ­გი შე­დე­გე­ბი მი­ი­ღეს, ვიდ­რე ელოდ­ნენ.

როდის იქნება "მოლნუპრავირი“ მსოფ­ლი­ოს­თვის ხელმისაწვდომი

Merck&Co–მ აშშ–ის სურ­სა­თი­სა და წამ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ციას (FDA) უკვე გადასცა მონაცემები წამლის კვლევების შედეგების თაობაზე და ამჟამად გადაუდებელი გამოყენების ნებართვის მიღების მოლოდინშია.

Merck&Co–მ და Ridgeback Biotherapeutics–მა განაცხადეს, რომ FDA–ში განაცხადის წარდგენის გარდა, ისინი გეგმავენ, მიმართონ სხვადასხვა ქვეყნებს პრეპარატის გადაუდებელ გამოყენების ნებართვისთვის.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ FDA-ს პრეპარატის გადაუდებელი გამოყენების ნებართვა ჯერ არ გაუცია, Merck&Co–მ და Ridgeback Biotherapeutics–მა "მოლ­ნუპ­რა­ვი­რის" წარ­მო­ე­ბა უკვე დაიწყეს. კომპანიების განცხადებით, FDA-სგან „მწვანე შუქის“ ანთების შემთხვევაში წამალი აშშ–ისა და სხვა ქვეყნებში ხელმისაწვდომი იქნება.

FDA-ს მრჩველთა კომიტეტი წამლის გადაუდებელ გამოყენებაზე 30 ნოემბერს იმსჯელებს.

რა არის "მოლ­ნუპ­რა­ვი­რი"

"მოლ­ნუპ­რა­ვი­რი" არის ანტივირუსული აბი, რომლის მიზანია თავიდან აიცილოს Covid-19– ის მძიმე შემთხვევები. მას აქვს კაფ­სუ­ლის ფორ­მა და მისი მიღება სახლშიც შესაძლებელი იქნება. პრეპარატი კოვიდ– ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის­თვის პირ­ვე­ლი სამ­კურ­ნა­ლო საშუალება იქ­ნე­ბა, რომ­ლის მი­ღე­ბა­საც პა­ცი­ენ­ტე­ბი ორა­ლუ­რი გზით შეძ­ლე­ბენ.

სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ მსოფლიოში არსებულ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინებთან ერთად ახალი პრეპარატი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.​ მე­დი­კო­სე­ბის ვა­რა­უ­დით, წამლის დამტკიცების შემთხვევაში უფრო ად­ვი­ლად გა­კონ­ტროლ­დე­ბა კორონავირუსის გავ­რცე­ლე­ბა სუს­ტი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის მქო­ნე ღა­რიბ ქვეყ­ნებ­შიც.

მიუხედავად ამისა, სამედიცინო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კოვიდ–საწინააღდეგო ვაქცინები რჩება პირველადი ინსტრუმენტი კორონავირუსის ბრძოლის წინააღმდეგ, რადგან, მათი შეფასებით, უმჯობესია, ადამიანებმა თავიდან აიცილონ ვირუსი, ვიდრე ინფიცირების შემდეგ იმკურნალონ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S