Accentnews.ge
ოსტინი რუმინეთში გამართულ შეხვედრებზე  შავი ზღვის უსაფრთხოებასა და რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს განიხილავს

ოსტინი რუმინეთში გამართულ შეხვედრებზე შავი ზღვის უსაფრთხოებასა და რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს განიხილავს

20/10/2021 11:02:21 მსოფლიო

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი, რომელიც შავი ზღვის ქვეყნებში მართავს ტურნეს, 20 ოქტომბერს რუმინეთს ესტუმრა, სადაც შეხვდება ქვეყნის პრეზიდენტს კლაუს იოჰანისსა და თავდაცვის მინისტრ ნიკოლაე ჩიუკეს.

რუმინეთში გამართულ შეხვედრებზე ოსტინი ყურადღებას გაამახვილებს შავი ზღვის უსაფრთხოებასა და რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე.

წინა დღით კიევში მყოფმა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა რუსეთს დააკისრა პასუხისმგებლობა აღმოსავლეთ უკრაინაში ომის დაწყებასა და კონფლიქტის გაგრძელებაზე.

„ეს ომი რუსეთმა დაიწყო და რუსეთი უშლის ხელს მის მოგვარებას“, განაცადა ოსტინმა უკრაინის თავდაცვის მინისტრ ანდრი ტარანთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე.

ლოიდ ოსტინი რუმინეთში ოთხშაბათს ოფიციალური შეხვედრების გარდა მოინახულებს ასევე კონსტანცაში მდებარე მიხაილ კოგელნიჩაუს სახელობის სამხედრო-საავიაციო ბაზას, რომელსაც აშშ 2014 წლიდან იყენებს ავღანეთში მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფრენებისთვის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S