Accentnews.ge
Facebook  "ამერიკელების დისკრიმინაციისთვის" 14მლნ დოლარზე მეტს გადაიხდის

Facebook  "ამერიკელების დისკრიმინაციისთვის" 14მლნ დოლარზე მეტს გადაიხდის

20/10/2021 10:59:49 მსოფლიო

ამერიკული კომპანია Facebook 14 მილიონ დოლარზე მეტს გადაიხდის სამსახურში თანამშრომლების მიღების დისკრიმინაციულ პოლიტიკაში დადანაშაულების გამო. საუბარია ამერიკელების დისკრიმინაციაზე.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლის კრისტენ კლარკის განცხადებით, Facebook კანონზე მაღლა ვერ იქნება და ვალდებულია დაიცვას დასაქმებისას დისკრიმინაციული პრაქტიკის ამკრძალავი კანონები.

აშშ-ის ადმინისტრციამ კომპანიას სასამართლოში 2020 წელს დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ბოლო პერიოდში უჩივლა. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, 2018-2019 წლებში Facebook-მა 2600-ზე მეტი ვაკანსია დაჯავშნა სამუშაო ვიზის(H-1B) მქონე, მაღალი კვალიფიკაციის უცხოელი სპეციალისტებისთვის და მათთვის ითხოვდა აშშ-ში მუდმივად ცხოვრების ნებართვასაც. სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია ვაკანსიებს საიტზე არ აქვეყნებდა და განაცხადებს ფოსტით იღებდა. სამინისტრომ მსგავსი მიდგომა აშშ-ის მოქალაქეების დისკრიმინაციად შეაფასა.

Facebook-ის ადმინისტრაციის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის დასაქმების პრაქტიკა ფედერალური სტანდარტების შესაბამისია, სასამართლო დავის შესაწყვეტად თანხის გადახდას დათანხმდნენ.

კომპანია 4.75 მილიონ დოლარს გადაუხდის ამერიკის ხაზინას და 9.5 მილიონ დოლარს კონკრეტულ პირებს, რომლებიც თავს დაზარალებულად მიიჩნევენ. ამასთან, Facebook აღნიშნავს, რომ გააგრძელებს სამსახურში საუკეთესოთა აყვანის პრაქტიკას, როგორც აშშ-დან, ისე მთელი მსოფლიოდან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S