Accentnews.ge
აშშ-ის საგამოძიებო კომისიას სურს, ტრამპის ყოფილ მრჩევლის წინააღმდეგ სამართლებრივი ნაბიჯი გადაიდგას

აშშ-ის საგამოძიებო კომისიას სურს, ტრამპის ყოფილ მრჩევლის წინააღმდეგ სამართლებრივი ნაბიჯი გადაიდგას

20/10/2021 10:53:16 მსოფლიო

აშშ-ის საგამოძიებო კომისიამ, რომელიც იკვლევს ვაშინგტონში კაპიტოლიუმის შენობაზე 6 იანვრის იერიშის გარემოებებს, განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტ ტრამპის ყოფილი მრჩევლის სტივ ბენონის წინააღმდეგ სამართლებრივი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. მიზეზად ბენონის მხრიდან გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარის თქმა სახელდება.

წარმომადგენელთა პალატამ, სადაც დემოკრატები დომინირებენ, ახლა უნდა გადაწყვიტოს, გადასცეს თუ არა ეს საქმე იუსტიციის სამინისტროს. სამინისტრომ კი, თავის მხრივ, უნდა გადაწყვიტოს, აღძრას თუ არა საქმე 67 წლის ბენონის წინააღმდეგ.

6 იანვრის მოვლენებეთან დაკავშირებით ტრამპის თანამშრომლების დაკითხვა სურთ, თუმცა ყოფილი პრეზიდენტი მათგან მოითხოვს, უარი თქვან ჩვენების მიცემაზე. ექს–პრეზიდენტი სარგებლობს ე.წ. აღმასრულებელი პრივილეგიით, რომელიც იძლევა უფლებას, არ გასცენ ინფორმაცია. დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები თვლიან, რომ ეს უფლება აქვთ თანამდებობაზე მყოფ პირებს და არა ყოფილ პრეზიდენტებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S