მოსკოვი ავღანეთის შესახებ საერთაშორისო კონფერენციაზე "თალიბანს" მასპინძლობს
20/10/2021 10:47:19 მსოფლიო
მოსკოვი ავღანეთის შესახებ საერთაშორისო კონფერენციაზე "თალიბანს" მასპინძლობს.
"რუსეთი აღიარებს "თალიბანის" ძალისხმევას სამხედრო-პოლიტიკური ვითარების სტაბილიზაციისა და სახელმწიფო აპარატის მუშაობის მოგვარებისთვის მაშინ, როცა ტერორისტული ორგანიზაციები – „ისლამური სახელმწიფო“ და „ალ-ყაიდა“ არასტაბილურობით სარგებლობას ცდილობენ", – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
მისი თქმით, "ღია, ინკლუზიური მთავრობის ჩამოყალიბება ერთადერთი საშუალებაა ავღანეთში სტაბილური მშვიდობის მისაღწევად".
როგორც მან აღნიშნა, "თალიბანის" ოფიციალური აღიარება ჯერ–ჯერობით განხილვის საგანი არ არის.


