Accentnews.ge
გამყრელიძე განმარტავს, ვის შეუძლია გრიპზე უფასოდ აცრა

გამყრელიძე განმარტავს, ვის შეუძლია გრიპზე უფასოდ აცრა

20/10/2021 08:14:02 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში გრიპზე ვაქცინაცია დაწყებულია, მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენლებს საცხოვრებლის მიხედვით შეუძლიათ პოლიკლინიკებში გრიპზე აიცრან.

მისივე თქმით, სახელმწიფოს მიერ შესყიდული ვაქცინის 200 000 დოზა განკუთვნილია შემდეგი ჯგუფებისთვის:

  • ორსულები;
  • დიალიზზე მყოფი პირები;
  • შაქრის დიაბეტით დაავადებული მოქალაქეები;
  • მოხუცთა და ბავშვთა სახლებში მყოფი პირები;
  • საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვები;
  • C ჰეპატიტის მქონე ადამიანები;
  • აივ ინფექციის მქონე პირები;
  • 60 წლის ზემოთ ხანდაზმულები;
  • პედაგოგები;
  • ორგანოგადანერგილები;
  • ჯანდაცვის პერსონალი;
  • ვეტერინარები;
  • საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელები.

"ამჟამად გრიპზე 2 000-მდე პირი არის აცრილი. პირველი 43 000 დოზა უკვე შემოვიდა და კვირას შემდეგი 60 000-ს ჩამოიტანენ. დანარჩენი 100 000 დოზაც მალე გვექნება, რიცხვები დაზუსტებული გვაქვს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S