
"ვაქცინირებულზე Covid-19-ის გადადების რისკი 9,3-ჯერ ნაკლებია"
20/10/2021 08:00:56 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ მოქალაქეებში Covid-19-ის გადადების რისკი განსხვავებულია.
საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მან განმარტა, რომ აცრილზე ინფექციის გადადების რისკი 9,3-ჯერ ნაკლებია:
"განსხვავებულია გადადების რისკი. ვაქცინირებულზე გადადების რისკი არავაქცინრიებულთან შედარებით 9,3-ჯერ ნაკლებია. ვაქცინირებულს და არავაქცინირებულს თუ ექნათ ინფიცირებულთან კონტაქტი, ვაქცინირებულზე გადადების რისკი 9,3-ჯერ ნაკლებია".