
გამყრელიძე – ეპიდვითარებაზე: "დარწმუნებული იყავით, რომ "მწვანე პასპორტი" ამოქმედდება"
20/10/2021 07:52:51 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ხისტი გადაწყვეტილებები საჭირო იქნება.
"პროგნოზი არ არის საიმედო და შესაბამისად, დღესაც იქნა ეს დავალებები გაცემული, რომ მომზადდეს კვლავ პაკეტი გადაწყვეტილებების. გეთანხმებით, რომ ხისტი გადაწყვეტილებები საჭირო იქნება. "მწვანე პასპორტი" ამოქმედდება, დარწმუნებული იყავით. ვერ გეტყვით, როდიდან, თარიღს მე ვერ ვადგენ. არის მრვალი მიდგომა მწვანე პასპორტთან მიმართებით, რომელს აირჩევს საქართველო, ეს უნდა იქნეს საკოორდინაციო საბჭოზე წარდგენილი", – განუცხადა გამყრელიძემ ჟურნალისტებს.