Accentnews.ge
"ჯამურად, მასწავლებლების ვაქცინაციის მაჩვენებელი 65%-ს აღწევს"

"ჯამურად, მასწავლებლების ვაქცინაციის მაჩვენებელი 65%-ს აღწევს"

20/10/2021 07:41:03 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯამურად, საქართველოს მასშტაბით მასწავლებელთა 65%-ია აცრილი.

როგორც საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მან აღნიშნა, ეს არ არის დაბალი მაჩვენებელი, თუმცა სკოლებში ინფექციის გავრცელების შესამცირებლად, საჭიროა, რომ მასწავლებელთა 80%-ზე მეტი აიცრას.

"ჯამურად, მასწავლებლების ვაქცინაციის მაჩვენებელი 65%-ს აღწევს. ზოგიერთ სკოლაში არის შედარებით მაღალი, ზოგან შედარებით დაბალი. ეს მაჩვენებელი არ არის ცუდი, თუმცა იმისთვის, რომ სკოლებში ინფექციის გავრცელება შეჩერდეს, სასურველია ეს იყოს 80%-ზე მეტი",- განაცხადა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით 150 სკოლა და 400-მდე ინდივიდუალური კლასია დისტანციურ რეჟიმზე გადასული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S