Accentnews.ge
თბილისი და 9 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და 9 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

20/10/2021 06:55:27 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 5219 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 42 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2348 პირი.

  • ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 57 301 კვლევა ტესტით, მათ შორის 36 635 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 666 PCR ტესტით.
  • დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.11%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.79% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.02%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 219 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 1 775 შემთხვევა,
  • აჭარა - 142,
  • იმერეთი - 907,
  • ქვემო ქართლი - 375,
  • შიდა ქართლი - 442,
  • გურია - 104,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 339,
  • კახეთი - 879,
  • მცხეთა-მთიანეთი - 104,
  • სამცხე-ჯავახეთი - 101,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 51.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 872 საიდანაც 5 679 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 998, აჭარაში - 512, იმერეთში - 1 330.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 300 პირი, მათ შორის, თბილისში - 423, აჭარაში - 110, იმერეთში - 462. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 269 პირი, მათგან თბილისში - 143, აჭარაში - 26, იმერეთში - 28.

1 003 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 551 - თბილისში, 263 - აჭარაში.

40 190 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 48, ხოლო აჭარაში - 0.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 19 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 261 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 32 777 ადამიანი.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 675 771 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 619 285 პირი გამოჯანმრთელდა, 9 588 პაციენტი გარდაიცვალა.
  • სულ ჩატარდა – 1 926 893 აცრა, ბოლო 24 საათში აცრილია 5 543 პირი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S