იაპონიაში ვულკანის ამოფრქვევის გამო განგაშის მე-3 დონე გამოაცხადეს (ვიდეო)
20/10/2021 05:50:47 მსოფლიო
იაპონიაში კუნძულ კიუსიუზე ვულკანი ამოიფრქვა. იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, ვულკანის ფერფლმა ჰაერში 3 500 მეტრს მიაღწია. შემთხვევა დღეს, ადგილობრივი დროით 11:43-ზე მოხდა.
სააგენტომ ვულკანის გამო განგაშის მე-3 დონე გამოაცხადა და მოქალაქეები გააფრთხილა, რომ მთას არ მიუახლოვდნენ.
მსხვერპლთა ან დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ ვრცელდება.


