
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს მიწისძვრა მოხდა
20/10/2021 05:40:54 საზოგადოება
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, თბილისის დროით 08:45 საათზე ჩეჩნეთთან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს მიწისძვრა მოხდა.
მიწისძვრის სიმძლავრემ 4.9 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.
მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 45 კილომეტრში იყო.