
მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა
19/10/2021 16:54:49 საზოგადოება
მთავრობის ადმინისტრაციასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის წევრები ექს–პრეზიდენტს სოლიდარობას უცხადებენ.
აქციის მონაწილეებმა ტერიტორიაზე "Free Misha" ანთებული სანთლებით დაწერეს.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს.