
კონსილიუმის წევრი ექიმი: "რეკომენდაცია გავეცით სააკაშვილის პროფილაქტიკური ჰოსპიტალიზაციის შესახებ"
19/10/2021 16:42:18 პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კონსილიუმის რეკომენდაციაა, რომ ექს–პრეზიდენტი პროფილაქტიკური მიზნებით ჰოსპიტალში გადაიყვანონ.
"დავაყენეთ საკითხი ე.წ. პროფილაქტიკური ჰოსპიტალიზაციის შესახებ და ახლა განიხილავენ. დამთავრდა, ყველაფერი განვიხილეთ, რეკომენდაცია გავეცით. ეს სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია არ არის, მაგრამ ვინაიდან, გართულების ალბათობა მაღალია, იმისთვის რომ თავი დავიზღვიოთ რეკომენდაცია გავეცით, რომ მისი ჰოსპიტალიზაცია მოხდეს. ეს საათების საკითხი არ არის, თუმცა უახლოეს პერიოდში უნდა მოხდეს“,- განაცხადა კონსილიუმის ერთ-ერთმა წევრმა, ექიმმა ზურაბ ფაღავამ.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს.