საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
19/10/2021 14:04:27 მსოფლიო
საბერძნეთის კუნძულ კარპატოსთან 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ხმელთაშუა ზღვის მთელს აღმოსავლეთ რეგიონში, მათ შორის – ეგვიპტეში (რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ქაიროსა და ბეირუთში), თურქეთში (ანტალიაში) , კვიპროსში (ნიქოზიაში), ისრაელსა და საბერძნეთის რამდენიმე კუნძულზე ( მათ შორის კრეტაზე, სანტორინსა და როდოსზე)
საბერძნეთის, თურქეთისა და ეგვიპტის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ ვრცელდება.


