
ბათუმის მერია: "ჩამონგრეულ შენობასთან მდებარე კორპუსი ავარიულია და საჭიროებს გადაუდებელი გამაგრებითი ღონისძიებების ჩატარებას"
19/10/2021 13:01:17 საზოგადოება
ბათუმის მერიის ინფორმაციით, მემედ აბაშიძის ქ. #56-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსი ავარიულ მდგომარეობაშია და საჭიროებს გადაუდებელ გამაგრებითი სამუშოების ჩატარებას.
მისი ცნობით, მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე კორპუსიდან 40-მდე ოჯახი იქნა გამოყვანილი.
რაც შეეხება 26 მაისის ქუჩაზე გამავალ ნაკვეთურს, მერიაში ამბობენ, რომ მისი ტექნიკური მდგომარეობა ძირითადად დამაკმაყოფილებელია და დღევანდელი მდგომარეობით, გამაგრებითი სამუშოების ჩატარებას არ საჭიროებს.
"როგორც მოგეხსენებათ, მემედ აბაშიძის ქ. 56-ში მდებარე კორპუსიდან, მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, 40-მდე ოჯახი იქნა გამოყვანილი. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დაადგინა, რომ ქ. ბათუმში, მემედ აბაშიძის ქ. #56-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მემედ აბაშიძის ქუჩაზე გამავალი ნაკვეთური იმყოფება ავარიულ მდგომარეობაში, რომელიც საჭიროებს გადაუდებელი გამაგრებითი ღონისძიებების ჩატარებას სპეციალურად დამუშავებული პროექტის მიხედვით, კვლევით ნაწილში მითითებული შენიშვნების გათვალისწინებით. რაც შეეხება მემედ აბაშიძის ქ. #56-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის 26 მაისის ქუჩაზე გამავალ ნაკვეთურს, მისი ტექნიკური მდგომარეობა ძირითადად დამაკმაყოფილებელია. აღნიშნული ნაკვეთური დღეის მდგომარეობით გადაუდებელი გამაგრებითი ღონისძიებების ჩატარებას არ საჭიროებს, თუმცა ორივე ნაკვეთური საჭიროებს როგორც მშენებლობის, ასევე ექსპლუატაციის პერიოდში მიღებული კონსტრუქციული გადაწყვეტილებების გადამოწმებას. კვლევით ნაწილში არსებული დეფექტები საჭიროა აღმოიფხვრას", – აცახდებენ მერიაში.
ტრაგედია ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს მოხდა. კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.