Accentnews.ge
"დოსიეს" ავტორი კვლავინდებურად დარწმუნებულია, რომ რუსეთს ტრამპის წინააღმდეგ კომპრომატი გააჩნია

"დოსიეს" ავტორი კვლავინდებურად დარწმუნებულია, რომ რუსეთს ტრამპის წინააღმდეგ კომპრომატი გააჩნია

19/10/2021 10:13:48 მსოფლიო

ბრიტანული სპეცსამსახურების ყოფილმა აგენტმა, ე.წ. ტრამპის დოსიეს ავტორმა კრისტოფერ სტილმა მედიას 2017 წელს ამ დოკუმენტის გამოქვეყნებიდან პირველად მისცა ინტერვიუ და მასში მოყვანილი მონაცემების ნამდვილობის შესახებ განაცხადა.

"დარწმუნებული ვარ ჩვენს მიერ გაწეულ სამუშაოსა და მის შედეგებში, ჩვენს პროფესიონალიზმსა და წყაროების სანდოობაში" - განაცხადა სტილმა ამერიკული ტელეკომპანია ABC-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

"ტრამპის დოსიე" სულ 17 დოკუმენტს მოიცავს, რომლებშიც სხვადასხვა, მათ შორის რუსულ წყაროებზე დაყრდნობით აშშ-ის ექს-პრეზიდენტის პოტენციურად მაკომპრომეტირებელი მონაცემებია თავმოყრილი. საუბარია, მათ შორის, მისი ადმინისტრაციის თანამშრომლების კონტაქტებზე რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან და თავად ტრამპის რუსეთში ვიზიტებზე.

დოსიე გამოცემა Buzzfeed-მა 2017 წლის იანვარში - ტრამპის გაპრეზიდენტებამდე ცოტა ხნით ადრე გამოაქვეყნა. მისი პოლიტიკური ოპონენტები არაერთხელ დაჰყრდნობიან ამ დოკუმენტს რუსეთთან ტრამპის შესაძლო კავშირებზე მინიშნებისას. ამასთან, გამოძიების ფედერალური ბიურო და სხვა სამართალდამცველი უწყებები აცხადებდნენ, რომ თავის საგამოძიებო საქმეებში არ დაჰყრდნობიან დოსიეს, რომლის შინაარსის ნამდვილობა დადასტურებული არ არის.

ABC-სთან ინტერვიუში სტილმა აღიარა, რომ დოსიეში არსებული მონაცემების ნაწილის დადასტურება შეუძლებელია, ნაწილი კი მცდარია, თუმცა აღნიშნა, რომ დარწმუნებულია თავის წყაროებში და რომ გამოქვეყნებული მასალების ნაწილის ნამდვილობა უკვე დადასტურდა.

კითხვაზე, რეალურად არსებობს თუ არა ტრამპის მაკომპრომეტირებელი ჩანაწერი მოსკოვის ოტელ "რიც-კარლტონიდან", ყოფილმა აგენტმა განაცხადა, რომ ამას 100%-იანი რწმენით ვერ იტყვის, თუმცა სჯერა. ხოლო კითხვაზე, თუ ასეა, რატომ არ გამოქვეყნდა ეს ჩანაწერი, მან გამოთქვა ვარაუდი, რომ "ამის აუცილებელობა არ არსებობდა, რადგან რუსეთი ისედაც კმაყოფილი იყო აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე ტრამპის ქცევით". მისივე აზრით, ამ ჩანაწერზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს აქვს წვდომა და სამომავლოდ იგი შესაძლოა, "სადმე ამოტივტივდეს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S