Accentnews.ge
პოლონეთის პარლამენტის სპიკერი თანამდებობას სკანდალის გამო ტოვებს

პოლონეთის პარლამენტის სპიკერი თანამდებობას სკანდალის გამო ტოვებს

08/08/2019 20:29:06 სხვა, მსოფლიო

პოლონეთის სეიმის ქვედა პალატის სპიკერმა მარეკ კუხჩინსკიმ განაცხადა, რომ ტოვებს თანამდებობას სამთავრობო თვითმფრინავის პირადი მიზნებისთვის გამოყენების გამო აგორებული სკანდალის შემდეგ. თუმცა სპიკერი ირწმუნება, რომ გადაწყვეტილება საზოგადოების მხრიდან ზეწოლის გამო მიიღო და არა კანონდარღვევის. კერძპდ, როგორც მან 

8 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშა, ყველა მისი გადაფრენა სამსახურებრივი აუცილებლობით იყო ნაკარნახევი და კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. 

შეგახსენებთ, რომ ივლისში ცნობილი გახდა, რომ კუხჩინსკი ოჯახთან ერთად გადაფრინდა პოლონეთის სამხრეთში, მის მშობლიურ ქალაქში. ფრენა ძირითადად ხორციელდებოდა უქმე და სადღესასწაულო დღეებში. მოგვიანებით სპიკერმა აღიარა, რომ ამგვარად სულ 23-ჯერ იფრინა. მაგრამ პოლონეთის პრესამ გაავრცელა ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე განხორციელებული 100 ასეთი გადაფრენის შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S