Accentnews.ge
თურქეთის 41 პროვინციაში მასშტაბური სპეც–ოპერაცია მიმდინარეობს

თურქეთის 41 პროვინციაში მასშტაბური სპეც–ოპერაცია მიმდინარეობს

19/10/2021 07:42:21 მსოფლიო

თურქეთის პროკურატურამ აშშ-ში მცხოვრებ მუსლიმ მქადაგებელთან ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით 158 პირის დაკავების ორდერი გასცა.

ოპერაცია ქვეყნის 41 პროვინციაში მიმდინარეობს. ამ დროისთვის დაკავებულია 97 ადამიანი.

ეჭვმიტანილებს შორის სამხედრო 33 მოქმედი სამხედრო მოსამსახურე, ხოლო 110 სტუდენტია.

თურქეთის ხელისუფლება 2016 წელს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს და აშშ-სგან მის ექსტრადირებას ითხოვს. თავად გიულენი ბრალდებებს უარყოფს. არშემდგარი გადატრიალების შემდეგ თურქეთში დაპატიმრებულია 80 ათასამდე ადამიანი, 150 ათასი საჯარო მოხელე და სამხედრო მოსამსახურე კი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S