Accentnews.ge
საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები – საქსტატის წინასწარი მონაცემები

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები – საქსტატის წინასწარი მონაცემები

19/10/2021 07:31:18 ეკონომიკა

სტატისტიკის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.6% შეადგინა.

უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს 478.3 მლნ. აშშ დოლარით. მეორე ადგილზეა რუსეთი 426.2 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი – 400.2 მლნ. აშშ დოლარით.

ამასთან, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 67.2% შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 1 247.5 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 718.8 მლნ. აშშ დოლარითა, ჩინეთი – 599.9 მლნ. აშშ დოლარით.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის ცხრა თვეში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 571.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 19.2%–ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 338.2 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 316.5 მლნ. აშშ დოლარით.

ხოლო უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2021 წლის იანვარ-სექტემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 632.5 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.0% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 576.3 მლნ. აშშ დოლარით, მესამე ადგილზე კი სპილენძის მადნები და კონცენტრატებია 530.2 მლნ. აშშ დოლარით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S