Accentnews.ge
ყიფშიძის ცნობით, სააკაშვილს ჰოსპიტალიზება ჯერ არ სჭირდება

ყიფშიძის ცნობით, სააკაშვილს ჰოსპიტალიზება ჯერ არ სჭირდება

18/10/2021 18:51:00 საზოგადოება

რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მისმა პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ მოინახულა.

როგორც ექიმი ამბობს, ბოლო დღე-ღამის შემდეგ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა.

„კარგ ხასიათზე იყო, მომართული“, - აღნიშნა ექიმმა და დასძინა, რომ სააკაშვილს დღეს და ხვალ არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, კონსილიუმის წევრი ექიმები მას 19 ოქტომბერს მოინახულებენ და სწორედ ისინი გადაწყვეტენ ჰოსპიტალიზაციის საკითხს.

ექიმი ამბობს იმასაც, რომ სააკაშვილი ჰოსპიტალიზაციასთან მიმართებაში კვლავ უარყოფითი პოზიცია აქვს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S