
ტოივო კლაარი აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს ეწვევა
18/10/2021 09:58:21 პოლიტიკა
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ტოივო კლაარის განცხადებით, იგი აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს ეწვევა.
"ევროკავშირი პარტნიორებთან ერთად ჩართულია მუშაობაში სამხრეთ კავკასიაში კეთილდღეობისა და მშვიდობისთვის“,- წერს კლაარი სოციალურ ქსელში.