Accentnews.ge
"ეროვნული ვალუტა არ მერყეობს, მისი კურსი არის მყარი"

"ეროვნული ვალუტა არ მერყეობს, მისი კურსი არის მყარი"

18/10/2021 08:45:19 ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, "ეროვნული ვალუტა არ მერყეობს, მისი კურსი არის მყარი".

მისი თქმით, მომავალ წელს ინფლაცია თავის ნიშნულს დაუბრუნდება.

„საწვავის ფასის ზრდასთან დაკავშირებით ძირითადი ფაქტორი ესაა ნავთობის ფასის მომატება საგარეო ბაზრებზე. თუმცა პარალელურად, კარგი განვითარება არის ის, რომ ჩვენ ეროვნული ვალუტა არ მერყეობს, მისი კურსი არის მყარი და ის ანეიტრალებს ამ ტენდენციას. ზოგადად, ინფლაცია არის პრობლემა, მაღალი ინფლაცია პოსტკოვიდ ვითარებაში ისეთი პრობლემაა, რომელსაც ბევრი ქვეყანა შეეჯახა. წინა თვეში სტატისტიკურად პირველად გვქონდა კლების ნიშანი. მომავალ წელს ეს პრობლემა დასტაბილურდება და ინფლაცია თავის ნიშნულს დაუბრუნდება”, - განაცხადა თურნავამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S