Accentnews.ge
ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, განიხილება თუ არა ინიციატივები შეზღუდვების თაობაზე

ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, განიხილება თუ არა ინიციატივები შეზღუდვების თაობაზე

18/10/2021 08:58:29 საზოგადოება

ამ ეტაპზე შეზღუდვებთან დაკავშირებით ინიციატივები არ გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად კორონავირუსის მომატებული შემთხვევებისა, სკოლის ჩაკეტვაზე მოლოდინი არ არსებობს.

„შეზღუდვებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ინიციატივები არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, ადგილზე ვიმსჯელებთ, რა შეიძლება იყოს მომდევნო ღონისძიება. სკოლის ჩაკეტვის თაობაზე მოლოდინი არ გვაქვს, რადგან დაავადებათა კონტროლის ცენტრთან განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს და მიმდინარეობს მონიტორინგი, ხდება კლასებისა და სკოლების დახურვა. ვთვლი, რომ ლოკალური მენეჯმენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა მოხდეს მყისიერი რეაგირება და ამის საშუალებით თავი ავარიდოთ გლობალურ ჩაკეტვებს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების დღიური მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა, ხოლო ვაქცინაციის პროცესი ძალიან შენელდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 664 813 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 614 855 პირი გამოჯანმრთელდა, 9 510 პაციენტი გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 914 269 აცრა, დღიურად აცრილია 2 260.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S