
ქუთაისში საბავშვო ბაღების დაახლოებით, 50%–მა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეაჩერა
18/10/2021 07:37:46 საზოგადოება
საბავშვო ბაღების პერსონალსა და აღსაზრდელებს შორის „კოვიდ-19“-ის დადასტურების გამო ქუთაისში საბავშვო ბაღების დაახლოებით, 50%–მა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეაჩერა.
კერძოდ, 37 საბავშვო ბაღიდან 15-ში სააღმზრდელო პროცესი შეწყვეტილია.
ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 4 ოქტომბერს დაიწყო.