
თბილისი და 6 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
18/10/2021 06:48:13 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 2479 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 42 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2374 პირი.
- ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 385 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 522 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 863 PCR ტესტით.
- დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.77%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.47% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.07%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 479 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 869 შემთხვევა,
- აჭარა - 117,
- იმერეთი - 474,
- ქვემო ქართლი - 128,
- შიდა ქართლი - 132,
- გურია - 50,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 220,
- კახეთი - 396,
- მცხეთა-მთიანეთი - 35,
- სამცხე-ჯავახეთი - 40,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 40 422 საიდანაც: 5 562 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 919, აჭარაში - 520, იმერეთში - 1 293. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 247 პირი, მათ შორის, თბილისში - 405, აჭარაში - 107, იმერეთში - 439. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 284 პირი, მათგან თბილისში - 142, აჭარაში - 26, იმერეთში - 29. 970 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 519 - თბილისში, 253 - აჭარაში. 33 890 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 61 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 61, ხოლო აჭარაში - 0.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 17 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 258 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 27 836 ადამიანი.
- საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 664 813 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 614 855 პირი გამოჯანმრთელდა, 9 510 პაციენტი გარდაიცვალა.
- სულ ჩატარდა 1 914 269 აცრა, დღიურად აცრილია 2 260.