Accentnews.ge
გიორგი ხელაშვილი:"აშშ-ის თავდაცვის მდივანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისი ვიზიტის მიზანი საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციისკენ წინსვლაა"

გიორგი ხელაშვილი:"აშშ-ის თავდაცვის მდივანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისი ვიზიტის მიზანი საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციისკენ წინსვლაა"

18/10/2021 05:53:29 პოლიტიკა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისი ვიზიტის მიზანი საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციისკენ წინსვლაა, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

მისივე თქმით, ამ კუთხით მომდევნო სამი წელი მნიშვნელოვანია.

„მომდევნო სამი წელი ამ ასპექტში მნიშვნელოვანია. ოსტინის ვიზიტი საქართველოს მთავრობასა და ბაიდენის ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობისთვის, სწორი მიმართულების განსასაზღვრად უნდა იქნას გამოყენებული“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მდივნის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S