Accentnews.ge
ამინდის 18-20 ოქტომბრის პროგნოზი

ამინდის 18-20 ოქტომბრის პროგნოზი

17/10/2021 16:35:42 საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 ოქტომბრის გვიან საღამოდან 21 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 20 ოქტომბერს მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა, მაღალმთიან ზონაში მოთოვს, ზღვაზე მოსალოდნელია ძლიერი, 4-5 ბალიანი შტორმი.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S