
ბიძინა კულუმბეგოვი "სინოფარმისა" და "სინოვაკის" კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინებით აცრილებს მიმართავს
17/10/2021 16:00:29 საზოგადოება
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი "სინოფარმისა" და "სინოვაკის" კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინებით აცრილ მოქალაქეებს მიმართავს, რომ მათ "ჯერ–ჯერობით ე.წ. ბუსტერ დოზა არ სჭირდებათ".
"სინოფარმი"/სინოვაკით" აცრილებო, სამედიცინო ჩვენებით ჯერ ე.წ. ბუსტერი არ გჭირდებათ. ვაქცინის "ფაიზერით" ჩანაცვლების ერთადერთი მიზეზია მხოლოდ მოგზაურობა.“დაინდეთ” თქვენი ორგანიზმი და უსაფუძვლოდ ნუ შეეცდებით დამატებითი დოზების მიღებას! როგორც კი მწარმოებელი კომპანია და ჯანმო ამ ვაქცინებზე "ბუსტერის" საჭიროებას დაამტკიცებს, აქაც [საქართველოშიც] ავტომატურად მოხდება მისი გამოყენება. ახლა მთავარია, ნებისმიერი ვაქცინის ორი დოზით ავცრათ დამატებით 1-1.5 მილიონი ჩვენი მოქალაქე", – წერს კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 1 დოზით ვაქცინირებულია 1 010 739 ადამიანი (მოზრდილი მოსახლეობის 35.6 %), ხოლო სრულად ვაქცინირებულია 900 916 ადამიანი (მოზრდილი მოსახლეობის 31.5%)
16 ოქტომბერს 4 681 ადამიანი აიცრა.