Accentnews.ge
თბილისი და ორი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და ორი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

17/10/2021 09:08:51 საზოგადოება

დღეს ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების 4 581 შემთხვევა გამოვლინდა. ჩატარდა 46 123 ტესტი. გუშინ ეს მაჩვენებელი 5076 იყო, 62 994ტესტის ჩატარების ფონზე.

  • თბილისში გამოვლენილია 1 525 შემთხვევა,
  • აჭარა – 161,
  • იმერეთი – 876,
  • ქვემო ქართლი – 255,
  • შიდა ქართლი – 200,
  • გურია – 112,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 349,
  • კახეთი – 878,
  • მცხეთა-მთიანეთი – 80,
  • სამცხე-ჯავახეთი – 95,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 50.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 28 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 9 468-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში 2494 -ით გაიზარდა განკურნებულთა რიცხვი და საერთო მაჩვენებელმა 612 481-ს მიაღწია.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 40 359 საიდანაც 5 337 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 790, აჭარაში – 491, იმერეთში – 1 299.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 193 პირი, მათ შორის, თბილისში – 394, აჭარაში – 85, იმერეთში – 419. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 266 პირი, მათგან თბილისში – 139, აჭარაში – 21, იმერეთში – 27.

984 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 520 – თბილისში, 256 – აჭარაში. 34 038 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 61 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 61, ხოლო აჭარაში – ნული.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 16 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 258 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 25 871 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S