
"თბილისი პრაიდი": "გიორგი თაბაგარი და დანარჩენი დაკავებულები გაათავისუფლეს"
16/10/2021 05:04:56 საზოგადოება
„თბილისი პრაიდის“ ინფორმაციით, ორგანიზაციის დამფუძნებელი გიორგი თაბაგარი და მასთან ერთად დაკავებული კიდევ ორივე პირი გაათავისუფლეს.
„რამდენიმე წუთის წინ შეგვატყობინეს, რომ გიორგი თაბაგარი და დანარჩენი დაკავებულები გაათავისუფლეს. აღშფოთებულები ვართ პოლიციის მსგავსი მოქმედებებით! აქამდე თუ პოლიცია თვალს ხუჭავდა ლგბტქ ადამიანების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, ახლა იგი თავად გადავიდა თემის წევრების დევნაზე. კერძოდ, დღეს ეს ბართან რეიდის ფორმით მოხდა. თუმცა დღევანდელი მოვლენები უფრო ფართო პროცესის ნაწილია, რომლის მიზანია ლგბტქ აქტივისტებისა და მთლიანად სამოქალაქო საზოგადოების რეპრესია“, – წერია სოციალურ ქსელში, ორგანიზაციის გვერდზე.
შსს-ს ინფორმაციით, თაბაგარი და კიდევ ორი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166 და 173 მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.