
ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის მომიჯნავე სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
15/10/2021 18:25:06 საზოგადოება
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის მომიჯნავე საცხოვრებელი სახლიდან, რომელიც მემედ აბაშიძის #56-ში მდებარეობს, მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს.
საინჟინრო ექსპერტიზის განმეორებითი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სახლი საცხოვრებლად უსაფრთხო არ არის.
მოსახლეობის ევაკუაცია პრევენციის მიზნით ხორციელდება იქამდე, ვიდრე კორპუსზე გამაგრებით სამუშაოებს ჩაატარებენ.
60-მდე ოჯახი დროებით საცხოვრებელში გადადის. რამდენიმე საათში, კორპუსში შესაბამისი სამსახურები კომუნიკაციებს გათიშავენ. მოქალაქეებს ბინიდან პირადი ნივთები გააქვთ.