Accentnews.ge
"ყველაფერს საზღვარი აქვს, არ შეიძლება, ანტივაქსერობას ასეთი ფართო გასაქანი ჰქონდეს"

"ყველაფერს საზღვარი აქვს, არ შეიძლება, ანტივაქსერობას ასეთი ფართო გასაქანი ჰქონდეს"

15/10/2021 16:12:19 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველოში დღეში კოვიდ–საწინააღმდო ვაქცინით აცრილთა რაოდენობა 4000–დან 6000–მდე მერყეობს მაშინ, როცა ქვეყანას შესაძლებლობა აქვს, დღეში 40 000-50 000 ადამიანი აცრას.

"ყველა პირობაა შექმნილი ვაქცინაციისთვის და აცრილთა რაოდენობა დღეში მერყეობს 4 000–დან 6 000–მდე. ეს არის ერთის მხრივ, სრულიად აუხსნელი რამ, საქართველოს მოსახლეობის ანტივაქსერული განწყობის გათვალისწინებითაც კი. ყველაფერს საზღვარი აქვს, არ შეიძლება, ანტივაქსერობას ასეთი ფართო გასაქანი ჰქონდეს, რომ მხოლოდ 4 000 კაცი აიცრას, როდესაც დღეში 40 000-50 000 ადამიანის აცრის საშუალება გვაქვს, თან მაქსიმალური კომფორტით, ბინებში გაკითხავენ, მეტი რაღა უნდა ქნან?!“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S