Accentnews.ge
რა ხდება იტალიის ქალაქებში მას შემდეგ, რაც ყველა დასაქმებულისთვის "მწვანე პასპორტი" სავალდებულო გახდა (ვიდეო)

რა ხდება იტალიის ქალაქებში მას შემდეგ, რაც ყველა დასაქმებულისთვის "მწვანე პასპორტი" სავალდებულო გახდა (ვიდეო)

15/10/2021 15:41:26 მსოფლიო

იტალიაში ყველა დასაქმებულისთვის "მწვანე პასპორტი" სავალდებულო გახდა. შესაბამისი კანონი ძალაში დღეს შევიდა. მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში დასაქმებულს 1 740 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა ან სამსახურიდან დროებით დათხოვნა (ფინანსური ანაზღაურების გარეშე) ემუქრება. ამასთან, დაჯარიმება ემუქრება დამსაქმებელს, რომელიც პირს სამსახურში "მწვანე პასპორტის" გარეშე მიიღებს.

"მწვანე პასპორტში" უნდა იყოს აღნიშნული, რომ მოქალაქეს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა აქვს გაკეთებული (ორივე დოზა), ან ბოლო 48 საათში აღებული "პისიარ" ტესტის უარყოფითი პასუხი აქვს, (ტესტის გაკეთება ფასიანია) ან მითითებული უნდა იყოს, რომ პირი კოვიდ–19–სგან 6 თვის წინ განიკურნა.

კანონის ამოქმედებას იტალიის რამდენიმე დიდ ქალაქში პროტესტით შეხვდნენ.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, გაიფიცნენ ტრიესტეს, გენუასა და ანკონას პორტებს თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა. ასევე, აქციები გაიმართა ბოლონიაში, რომში, მილანში, ფლორენციასა და ტურინში. კერძოდ:

ტრიესტე: ქალაქის პორტის დაახლოებით, 6000–მდე თანამშრომელი გაიფიცა. აღნიშნული პორტი ჩრდილოეთ იტალიისთვის, გერმანიისთვის, ავსტრიისა და ცენტრალური ევროპისთვის საზღვაო კარიბჭეა;

გენუა: ქალაქში დემონსტრანტებმა სოპრალევატას ხიდის მთავარი გასასვლელი გზა გადაკეტეს;

ბოლონია: ორი ათასი ადამიანი შეუერთდა დემონსტრაციას ბოლონიის ცენტრალურ პიაცაზე;

ფლორენცია: ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა "სანტა მარია ნოველას" პიაცაზე;

ტურინი: ასობით მოქალაქემ გააპროტესტა ახალი რეგულაცია "კასტელოს" პიაცაზე;

რომი: საპროტესტო გამოსვლაა რომშიც. დემონსტრანტების წინ სპეცრაზმია მობილიზებული.

მილანი: ქალაქის ქუჩებში სტუდენტები გამოვიდნენ. ისნინი სკანდირებდნენ "არა მწვანე სერტიფიკატს!"

იტალიის ხელისუფლების ცნობით, იტალიის მოსახლეობის 85%–ს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზა მაინც აქვს გაკეთებული, ხოლო 81%– სრულად ვაქცინირებულია.

მისივე მონაცემებით, ქვეყანაში დაახლოებით, სამი მილიონი დასაქმებული ჯერ კიდევ არ არის ვაქცინირებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S