ავღანეთში, მეჩეთში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 16 ადამიანი ემსხვერპლა
15/10/2021 11:22:18 მსოფლიო
ავღანეთში, ქალაქ ყანდაარში მდებარე მეჩეთში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 16 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ლოცვის დროს მოხდა.
ინციდენტზე პასუხისმგებლობა ჯერ–ჯერობით არავის აუღია.
შეგახსენებთ, რომ გასულ პარასკევს ქალაქ კუნდუზში მდებარე მეჩეთში აფთქების შედეგად 47 ადამიანი დაიღუპა. მაშინ მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.


