
მიტროპოლიტი მელქისედეკი სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში მივიდა
15/10/2021 09:40:39 საზოგადოება
მარგვეთისა და უბისის მიტროპოლიტი მელქისედეკ ხაჩიძე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში მივიდა.
ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა მაღალი იერარქიის სასულიერო პირები მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად ციხეში მივიდნენ. მიხეილ სააკაშვილთან პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი. ციხის დატოვების შემდეგ, მან განაცხადა, რომ სთხოვა ექს–პრეზიდენტს, თავის მომხრეებს შერიგებისკენ მოუწოდოს.
გარდა ამისა, ციხეში მისული იყო პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი. როგორც მან განაცხადა, სააკაშვილს პატრიარქის თხოვნა გადასცა, რომ შიმშილობა შეეწყვიტა.
სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს.