მორავიეცკი ევროკავშირს პოლონეთის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს
15/10/2021 05:51:42 მსოფლიო
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირს წევრი ქვეყნების უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. მატეუშ მორავიეცკის თქმით, მომდევნო კვირას ის ევროპარლამენტში სიტყვით გამოვა და პოლონეთის ხელისუფლების ამ პოზიციას ევროპელ მაღალჩინოსნებს პირადად გააცნობს.
„ჩვენ ახლა ევროკავშირის ისტორიის გზაჯვარედინზე ვიმყოფებით. ეს არის დემოკრატიის ტესტი – რამდენად დაიცავენ ევროპის სახელმწიფოები ევროკავშირის ინსტიტუტებს უზურპაციისგან“, – განაცხადა მორავიეცკიმ.
გასულ კვირას პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ევროკავშირის კანონმდებლობის ზოგიერთი ნაწილი პოლონეთის კონსტიტუციასთან შეუსაბამოა. 10 ოქტომბერს ვარშავასა და პოლონეთის სხვა ქალაქებში ევროკავშირის მხარდამჭერი აქციები გაიმართა.
ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტის, ამჟამად პოლონეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის “სამოქალაქო პლატფორმა” ლიდერის დონალდ ტუსკის განცახდებით, მმართველი პარტიის პოლიტიკა საფრთხეს უქმნის პოლონეთის მომავალს ევროპაში.
მორავიეცკი, რომელიც თავად იყო ამ საკონსტიტუციო განხილვის ინიციატორი, უარჰყოფს ოპოზიციის ვარაუდს, თითქოს პოლონეთს ევროკავშირის დატოვება ემუქრებოდეს. თუმცა ევროკაშირის ოფიციალურმა პირებმა მკაცრად გააკრიტიკეს პოლინეთის სასამართლოს გადაწყვეტილება. ორგანიზაციის იუსტიციის კომისარმა დიდიე რეინდერსმა განაცხადა, რომ ევროკავშირი გამოიყენებს „მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს“, რათა შეინარჩუნოს თავისი კანონმდებლობა პოლონეთში.


